You are using an outdated browser. For a faster, safer browsing experience, upgrade for free today.

იტვირთება...

 

 














ფლატე


სამკურნალო მინერალური წყალი


ლაბორატორიული კვლევა ადასტურებს, რომ წყალი „ფლატე", თავისი შედგენილობით, უიშვიათესია მინერალურ წყლებს შორის. მეცნიერებმა დაასკვნეს - მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს.

ნებისმიერი ასაკის ადამიანს მისი მოხმარება შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობით. „ფლატეს“ უნიკალურობას განაპირობებს მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობა. ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები ერთმნიშვნელოვნად აწესებს, რომ მინერალურ წყალში, რომელიც სასმელად გამოიყენება ყოველდღიურად, საერთო მინერალიზაცია არ უნდა აღემატებოდეს 3.5 გრამს ლიტრში. მსოფლიოში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმს უჭირს მაღალი მინერალიზაციის წყლის გადამუშავება (თუ ის გამოიყენება სისტემატურად) შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დაქვეითება, მარილების დაგროვება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

დღეისათვის მინერალური წყალი „ფლატე" სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმას, როგორც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. მისი მინერალიზაციის ზედა ზღვარი არ აღემატება 3.0 გრამს ლიტრში, რაც შესაბამისი დასკვნებით არის დადასტურებული სასიამოვნო გემოს მქონე, ეკოლოგიურად სუფთა, უნიკალური შემცველობის, მსუბუქი მინერალიზაციის, პროფილაქტიკური, სუფრის სამკურნალო წყალი, გაჯერებულია ბუნებრივ Co2-ით.

ფლატეს” მსგავსი მსუბუქი მინერალიზაციის ნატურალური მინერალური წყალი ნაკლებადაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზარზე. ასეთი პროდუქტის მიღება ნიშნავს თქვენი ჯანმრთელობის პროფილაქტიკას ისე, რომ არ იქმნება ჭარბი მინერალებით ორგანიზმის დატვირთვის საფრთხე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მას ვიყენებთ ყოველდღიურად როგორც გაზიან მინერალურ წყალს, ასევე უნიკალურ საშუალებას ორგანიზმის გაჯანსაღების ქრონიკული დაავადებების მკურნალობისა და გართულებათა პროფილაქტიკის მიზნით.

„ფლატე“, სასარგებლოა არაერთი მწვავე და ქრონიკურლი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის:

  1. - შაქრიანი დიაბეტი;
  2. - რეფლუქს-ეგზოფაგიტი;
  3. - კუჭის შენარჩუნებული სეკრეციული ფუნქციით;
  4. - კუჭის დაქვეითებული სეკრეციული ფუნქციით;
  5. - კუჭის მომატებული სეკრეციული ფუნქციით;
  6. - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციის შემდგომი პერიოდის დაავადებები;
  7. - ქრონიკული კოლიტები და ენტეროკოლიტები;
  8. - ღვიძლისა და ნაღველსადენი გზების ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ქოლეცისტიტები და ქოლანგიტები იშვიათი შეტევებით, ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტის გამო ოპერაციის შემდგომი პერიოდი. ნაღველკენჭოვანი დაავადებები;
  9. - ქრონიკული პანკრეატიტები;
  10. - ნივთიერებათა ცვლის დაავადებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის სიმსუქნეები, ნერვოგენური წარმოშობის ცხიმოვანი ცვლის მოშლა, შარდმჟავა დიათეზი, პოდაგრა, ოქსალურია, ფოსფატურია;

ფლატე


სამკურნალო მინერალური წყალი