„ფლატეს“ უნიკალური წყლის საბადო მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, კერძოდ მესხეთის ქედზე. შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მდიდარი მინერალური წყალი სათავეს იღებს ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. მესხეთის გულში, სალი კლდის ძირას გადმოჩქეფს ცივი, ანკარა, უიშვიათესი თვისებების მქონე წყალი ფლატე

როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ,,ფლატეს” ჯერ კიდევ  XVIII საუკუნემდე იცნობდნენ. იგი მოხსენებულია ცნობილი მეცნიერისა და მკვლევარის ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, გადმოცემით, ხალხი “ფლატეს” მისი უებარი თვისებების გამო  სიცოცხლის წყაროს უწოდებდა. 

„ფლატეს" მეცნიერული კვლევები და მინერალური წყლის სამკურნალო თვისებების შესწავლა ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. პირველი ოფიციალური დასკვნები 1982-83 წლებში გაკეთდა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. კონიაშვილის სახელობის ბალნეოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ნ. ხატიშვილმა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ ნ. გონგაძემ 1996 წელს დაამტკიცეს, რომ სამედიცინო კონდიციით, "ფლატე" არის ჰიდროკარბონატულ-მაგნემიუმ-კალციუმიანი სუფრისა და სამკურნალო წყალი, რომელიც  შეიცავს  სპეციფიკურ ბუნებრივ კომპონენტს - კაჟმჟავას, გამოირჩევა საერთო მინერალიზაციითაც - საშუალოდ 2,0-3 მგ/დმ კუბში.

1980 წელს დაიწყო და 1981 წლიდან ამოქმედდა  პირველი მცირე ჩამომსხმელი საწარმო - კოოპერატივი „ფლატე“. წყალი ისხმებოდა სტანდარტულ შუშის 0,5 ლიტრიან ბოთლებში.

2012 წელს დაარსდა კომპანია შპს “Gეორგია ჭატერ & ჩომპანყ“, რომელმაც ერთ-ერთ მიზნად დაისახა განეახლებინა „ფლატეს“ ჩამოსხმა. განხორციელდა რამდენიმემილიონიანი პროექტი - 2013 წელს აიგო ახალი ქარხანა, რომელიც თანამედროვე  მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საწარმოო კომპლექსი  ევროპული ტექნიკით აღჭურვა, დამონტაჟდა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ავტომატიზებული და კომპიუტერული სისტემა, რაც წარმოების ეფექტურობასა და პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.